Friday, May 23, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

 დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. მეცადინეობას ვიწყებთ მეხუთე დღის რეფლექსიის ჩაწერით, რადგან ტრენინგის მეხუთე დღის ბოლოს დენი გაითიშა და ჩაწერა ვერ მოვახერხეთ.  თუმცა მაინც საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლეთ  Power  Point-is  გამოყენებით  საპრეზენტაციო პროგრამის  აგება და ავაგე პრეზენტაცია ჩემი  პორტფოლიოსთვის.

Sunday, May 18, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს   ახალი  თემები  შევისწავლეთ:  დიზაინის  შეცვლა ბლოგზე,  გუგლში სურათების მოძებნა, ჩამოტვირთვა და მათი გამოქვეყნება  ბლოგზე,  ასევე გვერდების ჩამატება,   პროექტთან დაკავშირებით    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და გამოქვეყნება .

მიმართულების მიმცები საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
რა არის სიცოცხლისთვის აუცილებელი?

თემატური კითხვები:
1) რატომ გახდა  აუცილებელი ქიმიის გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის?
2) რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება ადამიანის  ჯანმრთელობისათვის?

შინაარსობრივი კითხვები:

1) რა არის პესტიციდები  და როგორია მათი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
2) რა დანიშნულება აქვს მინერალურ სასუქებს  და როგორია  მათი როლი საკვები პროდუქტების დაბინძურებაში?
3) რა სახის  გენმოდიფიცირებული  საკვები პროდუქტები შემოდის  ჩვენ თან  და რას უნდა ველოდოთ მომავალში მათგან?

Saturday, May 17, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მესამე დღეა.  ახალი  საკითხები დაგვემატა. გავეცანით მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ამოვიღეთ ჩვენი პროექტისთვის  საჭირო პუნქტები.  შევავსეთ  სასწავლო  პროექტის შაბლონის  რამდენიმე პუნქტი  და ჩავწერეთ მოსწავლის  სასწავლო მიზნები და ამოცანები.

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ: 

მოიძიონ  საჭირო  ინფორმაცია პესტიციდების როლისა და მნიშვნელობის შესახებ .
გაანალიზონ პესტიციდების უარყოფითი მხარეები, საკვებში მათი ზღვრული  დასაშვები ნორმები და  ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე  
გამოიკვლიონ  ნიადაგის ატრუქტურის აღდგენისათვის რამდენად მნიშვნელოვანია მინერალური სასუქები და მათი გადაჭარბებული  მოხმარების შემთხვევაში რა სახის  დაავადებები  შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმში
მოიძიონ ინფორმაცია გენმოდიფიცირებული  საკვები პროდუქტების შესახებ   
შედარებას   ბიო პროდუქტებისა და შხამქიმიკატებით მოყვანილი საკვები პროდუქტების უვნებლობა და ხარისხი დარა მდგომარეობაა ამ მხრივ თელავის  აგრარულ ბაზარში.
 გამოიკვლიონ სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპის -კონტროლი მთელი სასურსათო ქსელისათვის „ფერმიდან სუფრამდე“  შესრულების ხარისხი 

Friday, May 16, 2014

მეორე დღის რეფლექსია

 დღეს,  16 მაისს . შევიკრიბეთ მეორეჯერ. შრომატევადი დღე  გამოგვივიდა.  შევქმენით ჩვენი ბლოგი.ვისწავლეთ გზავნილის გაკეთება.ვისაუბრეთ "ჩვენი პროექტის იდეი" ს შესახებ და შემდეგ განვათავსეთ ჩვენი იდეა ჩვენს ბლოგში. გავუკეთეთ კორექტირება. ვისშწავლეთ ბროშურის შექმნა.

ჩემი პროექტის იდეა

თანამედროვე  ცხოვრებაში  აქტუალური  გახდა  ჯანსაღი  კვების  თემა,  რადგანაც წყალი, ჰაერი და ნიადაგი   დაბინძურებულია  უამრავი  სახის  ტოქსიკური  ნივთიერებებით,  ამიტომ მოსწავლეები   გამოიკვლევენ    სანიტარული თვალსაზრისით  რამდენად  ჯანსაღი  პროდუქტებით  მარაგდება  ჩვენი  ქალაქის  აგრარული  ბაზარი და შეისწავლიან მის ჰიგიენურ  მდგომარეობას.