Sunday, June 1, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა. გავაკეთეთ საკუთარი პრეზენტაციები და მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან,როგორც დადებითი ასევე კრიტიკული, ოღონდაც ეს კრიტიკა იყო კონსტრუქციული და პოზიტიური. .ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი ტრენინგის შეჯამება. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო. უღრმესი მადლობა ჩვენ ტრენერს, ქალბატონ ლალი გიგაურს, არაჩვეულებრივი სამუშაო გარემოს შექმნისთვის და უშრეტი ენერგიისათვის, რომელიც ჩვენ მოგვახმარა...
Saturday, May 31, 2014
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. ბოლომდე შევავსეთ სასწავლო გეგმა. პორტფოლიოს ჩეკლისტით გა დავათვალიერეთ საკუთარი პორტფოლიო, გავასწორეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.
Sunday, May 25, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა. ჩვენმა ტრენერმა ქ.ლალიმ "გუგლ-დრაივში" გაგვიზიარა ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასებების რუბრიკები . ჩვენ ჩამოვტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში რუბრიკები, გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
Saturday, May 24, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დრე დავიწყეთ მეხუთე დღის რეფლექსიის შევსებით. მეექვსე დღე ძალიან დატვირთული მომეჩვენა, რადგანაც ძალიან დავიღალე.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ-დრაივ-ზე , გამოქვეყნება და განთავსება ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ატვირტვა და გამოქვეყნება გუგლ-დრაივზე.
Friday, May 23, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. მეცადინეობას ვიწყებთ მეხუთე დღის რეფლექსიის ჩაწერით, რადგან ტრენინგის მეხუთე დღის ბოლოს დენი გაითიშა და ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. თუმცა მაინც საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლეთ Power Point-is გამოყენებით საპრეზენტაციო პროგრამის აგება და ავაგე პრეზენტაცია ჩემი პორტფოლიოსთვის.
Sunday, May 18, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს ახალი თემები შევისწავლეთ: დიზაინის შეცვლა ბლოგზე, გუგლში სურათების მოძებნა, ჩამოტვირთვა და მათი გამოქვეყნება ბლოგზე, ასევე გვერდების ჩამატება, პროექტთან დაკავშირებით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და გამოქვეყნება .
მიმართულების მიმცები საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის სიცოცხლისთვის აუცილებელი?
თემატური კითხვები:
1) რატომ გახდა აუცილებელი ქიმიის გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის?
2) რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
შინაარსობრივი კითხვები:
1) რა არის პესტიციდები და როგორია მათი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
2) რა დანიშნულება აქვს მინერალურ სასუქებს და როგორია მათი როლი საკვები პროდუქტების დაბინძურებაში?
3) რა სახის გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები შემოდის ჩვენ თან და რას უნდა ველოდოთ მომავალში მათგან?
რა არის სიცოცხლისთვის აუცილებელი?
თემატური კითხვები:
1) რატომ გახდა აუცილებელი ქიმიის გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის?
2) რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
შინაარსობრივი კითხვები:
1) რა არის პესტიციდები და როგორია მათი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
2) რა დანიშნულება აქვს მინერალურ სასუქებს და როგორია მათი როლი საკვები პროდუქტების დაბინძურებაში?
3) რა სახის გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები შემოდის ჩვენ თან და რას უნდა ველოდოთ მომავალში მათგან?
Saturday, May 17, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მესამე დღეა. ახალი საკითხები დაგვემატა. გავეცანით მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ამოვიღეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო პუნქტები. შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონის რამდენიმე პუნქტი და ჩავწერეთ მოსწავლის სასწავლო მიზნები და ამოცანები.
პროექტის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
მოიძიონ საჭირო ინფორმაცია პესტიციდების როლისა და
მნიშვნელობის შესახებ .
გაანალიზონ
პესტიციდების უარყოფითი მხარეები, საკვებში მათი ზღვრული დასაშვები ნორმები და ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე
გამოიკვლიონ
ნიადაგის ატრუქტურის აღდგენისათვის რამდენად მნიშვნელოვანია მინერალური
სასუქები და მათი
გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში რა
სახის დაავადებები შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმში
მოიძიონ
ინფორმაცია გენმოდიფიცირებული საკვები
პროდუქტების შესახებ
შედარებას ბიო პროდუქტებისა და შხამქიმიკატებით
მოყვანილი საკვები პროდუქტების უვნებლობა და ხარისხი დარა მდგომარეობაა ამ მხრივ თელავის აგრარულ ბაზარში.
გამოიკვლიონ სურსათის უვნებლობის ძირითადი
პრინციპის -კონტროლი მთელი სასურსათო ქსელისათვის „ფერმიდან სუფრამდე“ შესრულების ხარისხი
Friday, May 16, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღეს, 16 მაისს . შევიკრიბეთ მეორეჯერ. შრომატევადი დღე გამოგვივიდა. შევქმენით ჩვენი ბლოგი.ვისწავლეთ გზავნილის გაკეთება.ვისაუბრეთ "ჩვენი პროექტის იდეი" ს შესახებ და შემდეგ განვათავსეთ ჩვენი იდეა ჩვენს ბლოგში. გავუკეთეთ კორექტირება. ვისშწავლეთ ბროშურის შექმნა.
ჩემი პროექტის იდეა
თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური გახდა ჯანსაღი კვების თემა, რადგანაც წყალი, ჰაერი და ნიადაგი დაბინძურებულია უამრავი სახის ტოქსიკური ნივთიერებებით, ამიტომ მოსწავლეები გამოიკვლევენ სანიტარული თვალსაზრისით რამდენად ჯანსაღი პროდუქტებით მარაგდება ჩვენი ქალაქის აგრარული ბაზარი და შეისწავლიან მის ჰიგიენურ მდგომარეობას.
Subscribe to:
Posts (Atom)