Sunday, June 1, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს  ტრენინგის მეცხრე დღეა.    გავაკეთეთ საკუთარი პრეზენტაციები   და  მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან,როგორც დადებითი ასევე კრიტიკული, ოღონდაც ეს კრიტიკა იყო კონსტრუქციული და პოზიტიური. .ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი ტრენინგის შეჯამება. ტრენინგი იყო ძალიან  ნაყოფიერი და საინტერესო. უღრმესი მადლობა  ჩვენ ტრენერს,  ქალბატონ ლალი გიგაურს,   არაჩვეულებრივი სამუშაო გარემოს შექმნისთვის და უშრეტი ენერგიისათვის, რომელიც ჩვენ მოგვახმარა...

Saturday, May 31, 2014

პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მერვე  დღეს სასწავლო პროექტის  გეგმაში ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. ბოლომდე შევავსეთ  სასწავლო გეგმა. პორტფოლიოს ჩეკლისტით   გა დავათვალიერეთ საკუთარი პორტფოლიო,  გავასწორეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.

Sunday, May 25, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის  მეშვიდე დღეა.  ჩვენმა ტრენერმა  ქ.ლალიმ  "გუგლ-დრაივში" გაგვიზიარა ინტელის  ბიბლიოთეკიდან შეფასებების რუბრიკები . ჩვენ ჩამოვტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში რუბრიკები,  გადავაკეთეთ  და მოვარგეთ  ჩვენს  პროექტს.

Saturday, May 24, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

 მეექვსე დრე დავიწყეთ მეხუთე დღის რეფლექსიის შევსებით. მეექვსე დღე ძალიან დატვირთული მომეჩვენა, რადგანაც ძალიან დავიღალე.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ატვირთვა  გუგლ-დრაივ-ზე , გამოქვეყნება და განთავსება ბლოგზე.  ასევე ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ატვირტვა და გამოქვეყნება გუგლ-დრაივზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



  მოსწავლის პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია

პრეზენტაციის სანახავად დააწკაპეთ აქ